
კომუნიკაცია ყველასთვის
არონი არის მსოფლიოში საუკეთესო ალტერნატიული კომუნიკაციის აპლიკაცია - და პირველი ქართულ ბაზარზე. დაეხმარეთ ქართულენოვან საყვარელ ადამიანებს, მარტივად გადმოსცენ საკუთარი აზრები და სურვილები.
7 დღე უფასოდ · ბარათის გარეშე
ან დაასკანერეთ აპლიკაციის პირდაპირ გადმოსაწერად
სცადეთ - ააწყვეთ წინადადება
შეეხეთ ფილებს ცალ-ცალკე, ან აამუშავეთ ერთად. აირჩიეთ ხმა და ემოცია - ისევე, როგორც აპლიკაციაში.
ვისთვისაა აპლიკაცია "არონი"?
აპლიკაცია "არონი" ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა, ვისაც ლაპარაკი არ შეუძლია ან ძალიან უჭირს. ადამიანი ეხება სიტყვას, ფრაზას ან სურათს და აპლიკაცია მას ხმამაღლა, ქართულად წარმოთქვამს.
აუტიზმის მქონე ბავშვები
აუტიზმის სპექტრზე მყოფ ბევრ ბავშვს სიტყვებით ლაპარაკი უჭირს, ზოგი კი საერთოდ არავერბალურია. სურათიანი ფილებითა და მზა ფრაზებით ბავშვი ამბობს, რა უნდა, რას გრძნობს და რა სჭირდება.
ცერებრალური დამბლა და დაუნის სინდრომი
როცა ლაპარაკთან ერთად ხელების მოძრაობაც ჭირს, ფილები შეგიძლიათ გაადიდოთ. ანდროიდზე აპლიკაცია თავის მოძრაობითაც იმართება, ეკრანზე შეხების გარეშე.
ინსულტი და აფაზია
თუ ინსულტის ან ტრავმის შემდეგ ადამიანს ლაპარაკი უჭირს, აპლიკაცია "არონი" ოჯახთან და ექიმებთან ურთიერთობას ამარტივებს. მასში არის მზა ფრაზები სამედიცინო საჭიროებებისთვის და SOS ღილაკი.
მშობლები, ლოგოპედები და პედაგოგები
აპლიკაცია "არონი" შექმნა კომპანია "ელიქსმა", კლინიკა "ჰელიოსთან" და "ფენიქსთან" ერთად. დაფა უკვე სავსეა ყოველდღიური სიტყვებითა და ფრაზებით. საჭიროების მიხედვით დაამატეთ საკუთარი სიტყვები და ფოტოები. კლინიკებისა და სკოლებისთვის გვაქვს ჯგუფური ლიცენზიები.
შესაძლებლობები
ტექსტის გახმოვანება
ქართული ტექსტის გახმოვანება მაღალი ხარისხით
პერსონალური ლექსიკონი
დაამატეთ საკუთარი სიტყვები, ფრაზები და კატეგორიები
მართვა თავის მოძრაობით
მართეთ აპლიკაცია თავის მოძრაობით - ხელების გამოყენების გარეშე
მრავალი რეჟიმი
მარტივი, საშუალო და რთული რეჟიმები - ყველა მომხმარებლისთვის
როგორ მუშაობს?
გადმოწერეთ
გადმოწერეთ აპლიკაცია "არონი" უფასოდ Google Play-დან ან App Store-დან.
შესვლა
შედით და 7-დღიანი უფასო ცდა ავტომატურად დაიწყება. არც ბარათი და არც კოდია საჭირო. iPhone-ზე ცდა App Store-ის გავლით მიმდინარეობს.
7 დღე უფასოდ
ერთი კვირის განმავლობაში ისარგებლეთ ყველა ფუნქციით უფასოდ.
გამოწერა
ცდის შემდეგ, გასაგრძელებლად, გამოიწერეთ. Android-ზე გამოწერა aron.ge-ზეა, iPhone-ზე App Store-ის გავლით.